ჭაბუა ამირეჯიბი – “გორა მბორგალი”

img.php  ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი (1921-2013) ქართველი მწერალი,მეოცე საუკუნის კლასიკოსი.იყო ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” წევრი,რის გამოც მწერლს 25წელი პატიმრობა მიესაჯა,თუმცა ამ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბს სასჯელის უმაღლესი ზომა,დახვრეტა მიუსაჯეს.სამთვენახევარი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში,რის შემდეგაც სასჯელი კვლავ 25წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.პატიმრობიდან სამჯერ გაიქცა,მეორედ დაპატიმრების შემდეგ კვლავ დახვრეტა მისუაჯეს,რაც შემდეგ კვლავ შეუცვალეს,სულ მას 83წელი ჰქონდა მისჯილი.2010წელს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა.
რომანი “გორა მბორგალი” დაწერა 1984-1994 წლებში.რომანი მოგვითხრობს იაგორ კარგარეთელის იგივე გორა მბორგალის შესახებ,რომეცლიც ხელისუფლებამ “ხალხის მტრად” შერაცხა,იგი რამოდენიმეჯერ გარბის პატიმრობიდან.რომანში ბევრი ისტორია სინამდვილეს შეესაბამება.

“მოგეხსენებათ,რევოლუცია კინოსეანსი როდია,რომ დაიწყოს და წინასწარ ცნობილი საათნახევრის შემდეგ დამთავრდეს.იგი კომეტას ჰგავს,უზარმაზარი კუდი იცის.”

  “ქალებთან და ბავშვებთან ურთიერთობას,ძალადობაში დახელოვნებული მამაკაცებიც სათოფეზე ერიდებიან.”

  “მამაკაცის ბუნებაში რაღაც არის,ქალის კივილსა და ბავშვის ტირილს რომ ვერ უძლებს.”

  “პატიმარს უფლება სრულიად არაფრისა ჰქონდა.ყველაფერი აკრძალული იყო და როცა ყველაფერი აკრძალულია,მაშინ ყველაფერი ნებადართულია.ასეც გახლდათ,ყველაფერი შეიძლებოდა და ამის გამო იყო ის დრო მშვენიერი! ამაში ცუდი არაფერია.განა ვინმეს,სადმე,როდისმე,ვისთვისმე და რისიმე უფლება ნებაყოფლობით მიუცია?უფლება შეიძლება მოიპოვო,მიიტაცო,მიითვისო,გამოსძალო,ეშმაკობით ჩაიგდო ხელში,მოიპარო,მაგრამ თუ ჭკუათმყოფელი ხარ,საჩუქრად არ უნდა მოელოდე,რადგან ისტორიამ დაამტკიცა,სავარძელში ჩამჯდარი მუცელზე მოხოხიალეს პანღურის მეტს არაფერს უბოძებს.”

  “ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე სულ წყვდიადს არ მიარღვევს?.. მთელი სიცოცხლის მანძილზე?..არა,ეგ ბავშვობაშია,დაახლოებით ცხრა-ათი-თერთმეტი წლის ასაკამდე.თვალდახუჭულივით დადის.მშობლები,ოჯახის წევრები,სხვა ბავშვებთან ურთიერთობა,ერთი სიტყვით გარემო კარნახობს,როგორ უნდა იაროს და მიდის.ესენი არიან მისი კომპასი,საათი,ხელჯოხი და კიდევ საკუთარი ინსტინქტები და ჩვილი გონება,რაც თვითონ ყოველთვის და ყველაფრის წინააღმდეგია,მაგრამ ბოლოს და უმრავლეს შემთხვევაში,მორჩილი და დამყოლი.”

  “ცინიკოსსა და ჭორიკანას ქვეყანაზე რა გამოლევს და შესაძლოა,მათი გამოლევა-გადაშენება საჭირო არც იყოს,რადგან ისინი ხანდახან საინტერესო რამეებსაც ამბობენ ხოლმე.”

  “მომღიმარი ქალის თვალები მაცდურია.გაჯავრებული ქალის თვალები სული სარკეა.ამ შეხედულებაში ზოგი რამ ანგარიშგასაწევი უდავოდ არის,რადგან არავის უნდა ჰქონდეს იმედი,რომ ცოლი იმ ხასიათისა აღმოჩნდება,როგორიც გაცნობისას და არშიყობისას იყო.თუ არ გინდა მოტყუვდე,უნდა გააჯავრო,რეაქციას დაუკვირდე და მიღებული დაკვირვებით იხელძღვანელო.”

  “ცხოვრება გამოცდილების დაგროვების პროცესია… სასაცილოა,რომ ადამიანი მთელი თავისი გამოცდილებიანად მიემგზავრება საიქიოს,ვითომ იქ უამისოდ არ მიიღებენ… ყველა ეგრე როდის მიდის.ზოგი ისეთი გამოთაყვანებულია,გამოცდილება კი არა,საკუთარი სახელიც კი დავიწყებული აქვს…ეგ ბოლოა.დასაწყისი?.. დასაწყისი მოდგმაა… ამას,ეხლა,მგონია,გენეტიკური თუ ისტორიული მეხსიერება ჰქვია – რაღაც გამოცდილება,დაბადებითვე რომ მოჰყვება კაცს.დანარჩენს ადამიანებისგან სწავლობს,ცოცხალ თუ თვინიერ სამყაროსთან ურთიერთობაში იძენს.”

  “რევოლუცია არის ქაოსი,სადაც პოლიტიკური ავანტურისტები ფანატიკოსების ხელით ამღვრეული წყლიდან ამოყვანილ ზვიგენს ინტელექტუალობის ხორცით ჰკვებავენ.”

  “იღბალმა ქვიშაში წასული წყალივით იცის გაპარვა და ნიაღვარივით მოვარდნაც.”

  “რევოლუცია დრომოჭმულის აგონია,დასანგრევის ნგრევაა…კაცობრიობის ისტორიაში ძნელად მოიძებნება მაგალითი,რევოლუციის ბელადს ძველის დანგრევის შემდეგ ახალი სისტემა თავადვე აეგოს.ეს სხვათა ხვედრია,მათ შემდეგ მოსული კაცებისა.”

  “პატივისცემა გქონდეს მტრისა! იგი შენში მებრძოლს აყალიბებს.”

  “იმდენად თავაზიანი და ზრდილობიანია,რომ უზრდელია.”

  “ცხოვრება სკოლაა დაბადებიდან სიკვდილამდე.”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s